უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.

უკრაინული მედია წერს, რომ კრივოი როგში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.