უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, სავასლეიკის აეროდრომზე თვითმფრინავები დააზიანეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, სავასლეიკის აეროდრომზე თვითმფრინავები დააზიანეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, სავასლეიკის აეროდრომზე თვითმფრინავები დააზიანეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ბაზაზე განადგურდა მტრის ორი თვითმფრინავი – სავარაუდოდ, MiG-31-ისა და Su-30/34-ის ტიპის საჰაერო ხომალდები.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ აეროდრომს რუსები უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებენ. სწორედ ამ სამხედრო ობიექტიდან ფრინდებიან MiG-31K-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ აერობალისტური რაკეტების მატარებლები არიან.