უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტიდან სამხრეთით ნაწილობრივი წარმატება აქვთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტიდან სამხრეთით ნაწილობრივი წარმატება აქვთ

უკრაინელ სამხედროებს ბახმუტიდან სამხრეთით ნაწილობრივი წარმატება აქვთ. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში.

„შეტევითი მოქმედებების შედეგად თავდაცვის ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ ბახმუტიდან სამხრეთით, დევნიან მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან და მაგრდებიან მიღწეულ რაიონებში“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს.