უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი – უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგმა 1.5 მილიონ ჯარისკაცს გადააჭარბა

13:29, 09.09.2026

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგმა 1.5 მილიონ ჯარისკაცს გადააჭარბა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დანაკარგებში იგულისხმებიან როგორც დაღუპული, ასევე ომში დაჭრილი ჯარისკაცები.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 1 480 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს.

ასევე, გენშტაბის განცხადებით, 2024 წლიდან დღემდე რუსეთის დანაკარგი მოიცავს: 12 338 ტანკს, 25 290 ჯავშანტექნიკას, 49 383 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 1 613 ერთეულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, 5 103 ფრთოსან დრონსა და სხვა ტექნიკას თუ სამხედრო აღჭურვილობას.

მსგავსი