უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 201 დრონი გაუშვა, რომელთაგან 167 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს
უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ 18 იანვარს, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 201 დრონი გაუშვა, მათგან 167 განადგურებულია. 30-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი სამიზნეს მიაღწია. მათი ჩამოვარდნა დაფიქსირდა 15 ლოკაციაზე.
რუსეთის მიერ უპილოტოებით განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ოდესის ოლქი. კერძოდ, დრონებმა დააზიანეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. შედეგად, გაჩნდა ხანძარი.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები.