უკრაინის შეიარაღებული ძალები აგვისტოს ომს იხსენებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სოლიდარობას უცხადებს
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგვისტოს ომს იხსენებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სოლიდარობას უცხადებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები იხსენებს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სოლიდარობას უცხადებს აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, როდესაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ვერაგული სამხედრო აგრესია განახორციელა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გმობს 2008 წლის 07 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის დაწყებულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, ასევე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადების თანახმად, 1956 წელს უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს, ავღანეთში 1979 წელს, მოლდოვაში 1992 წელს შეჭრის შემდეგ, მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახა კრემლის პოლიტიკის იმპერიული სისხლიანი არსი და 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ, კრემლის ტერორისტები უკრაინაში შეიჭრნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოხატავს სოლიდარობას და ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაყინვით აგრესორის დამშვიდების მცდელობამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პირდაპირი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან.

„რუსეთის მიერ შეჭრა და საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია არის გაეროს წესდების, ჰელსინკის აქტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. ამ დღეებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენ გვენატრება ომში დაღუპულები, პატივს მივაგებთ მათ და მთელ ქართველ ხალხთან ერთად ვიზიარებთ გამოუსწორებელი დანაკარგების ტკივილს. რუსული პროპაგანდისტული და ჰიბრიდული ძალები ცდილობენ შეცვალონ მსოფლიო ჭეშმარიტი აზრი, რომ რუსეთი არის მტერი, რომელთანაც საჭიროა საერთო ძალებით ბრძოლა. მხოლოდ ურყევი ტრანსატლანტიკურ ერთიანობას და სოლიდარობას რუს აგრესორთან ბრძოლისას შეუძლია დაუბრუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინას. უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების მდგრადი და გრძელვადიანი გარანტიები – ეს არის ნატოში შესვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.