უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ სარაკეტო თავდასხმას ​ჩონგარსკისა და გენიჩესკის ხიდებზე, რომლებიც ანექსირებულ ყირიმს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ სარაკეტო თავდასხმას ​ჩონგარსკისა და გენიჩესკის ხიდებზე, რომლებიც ანექსირებულ ყირიმს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ადასტურებენ სარაკეტო თავდასხმას ​ჩონგარსკისა და გენიჩესკის ხიდებზე, რომლებიც ანექსირებულ ყირიმს უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს. ამის შესახებ უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი „ტელეგრამის“ არხზე იტყობინება.

„დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ოკუპანტების ორ მთავარ საკომუნიკაციო გზას – ჩონგარსკისა და გენისკის საავტომობილო ხიდებს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – წერია განცხადებაში.