უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყო
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა შორ მანძილზე მოქმედი „ტუ-22 ემ3“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად რუსულმა სამხედრო ავიაციამ იერიშები უკრაინის ჩრდილოეთიდან, მოგვიანებით კი სამხრეთიდან განახორციელა.

„მტერი მუდმივად გვაშინებს სარაკეტო შეტევებით. სამწუხაროდ, ამ თვითმფრინავების გასანეიტრალებლად ჯერ არ გვაქვს საშუალებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. შემდეგ კი ცოტათი იოლად ვისუნთქებთ“, – განაცხადა იური იგნატმა.