უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთი „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატითა და ექვსი საზენიტო მართვადი რაკეტით უკრაინას თავს დაესხა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთი „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატითა და ექვსი საზენიტო მართვადი რაკეტით უკრაინას თავს დაესხა

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ღამით რუსეთი „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატითა და ექვსი საზენიტო მართვადი რაკეტით უკრაინას თავს დაესხა. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ათი მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

„სულ დაფიქსირდა „შაჰედის“ ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატითა და ექვსი S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით თავდასხმა. საბრძოლო სამუშაოების შედეგად ათი უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ოკუპანტები უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ დონეცკისა და ხერსონის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებს.