უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში 36 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში 36 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს

გასული ღამის განმავლობაში უკრაინამ 36 რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს.

სარაკეტო იერიშის სამიზნე ამჯერად კიევის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის რეგიონები გახდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 36 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

„დღეს რთული დღე აღმოჩნდა, მაგრამ ცის ყველა დამცველის ჰარმონიული მუშაობის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ ეს თავდასხმა! მადლობა ყველას!“ – განაცხადა ოლეშჩუკმა.

სარაკეტო იერიშის შემდეგ დაშავებულების ან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.