უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 8 იანვარს რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიშის დროს 51 რაკეტიდან მხოლოდ 18-ის ჩამოგდება შეძლეს
უკრაინის შეარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 8 იანვარს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს 51 რაკეტიდან მხოლოდ 18-ის ჩამოგდება შეძლეს.
მათივე ცნობით, ყველა ჩამოგდებული რაკეტა ფრთოსანი იყო. გარდა ამისა, უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო შვიდი საზენიტო მართვადი რაკეტა ეს-300/ეს-400, ოთხი აერობალისტიკური რაკეტა – „კინჟალი“, რვა ფრთოსანი რაკეტა „ხა-33“ და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა „ხა-31 პი“, ექვსი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით დიდი რაოდენობით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება მხოლოდ „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსითაა შესაძლებელი.
ცნობისთის, 8 იანვარს რუსეთის იერიშის სამიზნე გახდა კირტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურა, სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში. ბოლო ცნობებით, იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, 30-ზე მეტი კი დაშავდა.