უკრაინის საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო კვანძს დაარტყეს

13:04, 14.09.2025

უკრაინის საზღვაო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო კვანძს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურმა განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკომუნიკაციო ცენტრი მდებარეობს 184-ე სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტული ბაზის, „სევასტოპოლის“ ტერიტორიაზე. ის უზრუნველყოფდა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფების კონტროლს.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა პრიმორსკის პორტში ორი ტანკერი – „კუსტო“ და „ჩაი იუნი“ დააზიანეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობის მიწოდება შეჩერდა.

მსგავსი