უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური რუსულ მხარეს უკრაინული ხომალდებიდან ნივთების მოპარვაში ადანაშაულებს
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური რუსულ მხარეს უკრაინული ხომალდებიდან ნივთების მოპარვაში ადანაშაულებს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი იგორ ვორონჩენკო რუსულ მხარეს უკრაინული ხომალდებიდან ნივთებისა და მოწყობილობების, მათ შორის უნიტაზების მოპარვაში ადანაშაულებს.

როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ხომალდების უკრაინისთვის დაბრუნებამდე ისინი ფაქტობრივად გაანადგურეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს რუსების ბარბაროსულ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა ადმირალმა.

მისი განცხადებით, დემონსტირებულია კავშირისა და ნავიგაციის აღჭურვილობა.

როგორც ვორონჩენკომ აღნიშნა, დაბრუნებული ხომალდების მდგომარეობას გამოძიების შედეგად შეაფასებენ.

18 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას ქერჩის სრუტესთან ერთი წლის წინ დაკავებული ორი ყატარღა და ერთი ბუქსირი დაუბრუნა.

სამი უკრაინული ხომალდი და 24 მეზღვაური რუსმა მესაზღვრეებმა 2018 წლის 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში, ქერჩის სრუტესთან დააკავეს. გემები ოდესიდან მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდნენ. რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები რუსეთის ტერიტორიული წყლებში უკანონო შეჭრაში დაადანაშაულა. უკრაინელი მესაზღვრეები რუსულმა მხარემ სექტემბერში მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა.