უკრაინის სამხედრო დაზვერვა - რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა და 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული
უკრაინის სამხედრო დაზვერვა - რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა და 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული

​უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა და 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მოხსნების თანახმად, რომელიც „სიენენს“ ექსკლუზიურად გაუზიარა, აღნიშნულია, რომ რუსეთმა შეტევა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიმართულებაზე რუსული საარმიო ნაწილების სახმელეთო ჯარების შემადგენლობა 106 000 ჯარისკაცს მოიცავს, რასაც ემატება საზღვაო და სახმელეთო კომპონენტი.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა დასავლეთ საზღვრებზე ჯარები ცენტრალური და აღმოსავლეთის რეგიონებიდან გრძელვადიანი პერსპექტივით განათავსა.

„რუსეთს საზღვრებზე გადაჰყავს შეიარაღების მარაგი, საველე საავადმყოფოები და გადაჰყავს უსაფრთხოების სამსახურები. რუსეთი მხარს უჭერს 35 000-ზე მეტ მეამბოხეს აღმოსავლეთ უკრაინაში და ჰყავს დაახლოებით 3 000 საკუთარი სამხედრო მოსამსახურე მეამბოხეების ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ევროკავშირისა და ნატო-ს დაყოფას და დასუსტებას, ასევე, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის შესაძლებლობების შეზღუდვას ცდილობს.