უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების შედეგად საზენიტო-სარაკეტო სისტემა ეს-400 „ტრიუმფის“ განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების შედეგად საზენიტო-სარაკეტო სისტემა ეს-400 „ტრიუმფის“ განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების შედეგად განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა ეს-400 „ტრიუმფი“. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ასევე დაღუპულია პირადი შემადგენლობაც.

„იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი სისტემები მტერს ძალიან ცოტა აქვს, ეს მტკივნეული დარტყმაა ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რასაც ექნება სერიოზული გავლენა ოკუპირებულ ყირიმში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილშია გადაღებული. ამ ვიდეოში ჩანს, რომ დასახლება ოლენევკასთან მდებარე მაღლობზე კვამლი დგას. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე აფეთქების შესახებ იუწყება. რუსეთის ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეგრამარხები ყირიმზე თავდასხმის ზოგიერთი დეტალის შესახებ წერენ. მათი ცნობით, თავდაპირველად ყირიმის ნახევარკუნძულს დრონები მიუახლოვდნენ და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ისინი გაანადგურა, თუმცა, ამის პარალელურად, ზღვის მხრიდან სამი უკრაინული რაკეტის გაშვება მოხდა. ამ თავდასხმის შედეგებზე რუსული ტელეგრამარხები არაფერს ამბობენ.