უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი - დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში სურს
უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში სურს. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში კელოგმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აპირებს, მოძებნოს გამოსავალი მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად.
კელოგმა აღნიშნა, რომ ტრამპსაც და მასაც ესმით, რომ ამ გამოსავალის მოსაძებნად ცოტა დრო აქვთ.
„ხალხმა უნდა გაიგოს: ის არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს ან რუსებს, ის რეალურად ცდილობს, უკრაინის სუვერენიტეტის გადარჩენას და გარანტიას, რომ ეს იქნება სამართლიანი“, – აღნიშნა კელოგმა.
ტრამპის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბაიდენის „ყველაზე დიდი შეცდომა“ იყო 2022 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე უარის თქმა, მაშინ როცა ტრამპს გადაწყვეტილი აქვს ამის გაკეთება.
„მინდა, დავისახო მიზანი, როგორც პირადად, ისე პროფესიულად, მე ვიტყოდი, დავისახოთ მიზნად 100 დღე“, – განაცხადა კელოგმა.