უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოდესის ოლქის თავზე სამი ირანული „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოდესის ოლქის თავზე სამი ირანული „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქის თავზე სამი ირანული „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგემ ოდესის ოლქში „კამიკაძე დრონებით“ თავდასხმა სცადა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი, სამივე დრონი გაანადგურა.

სულ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი ირანული დრონი გაანადგურეს.