უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე 100 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა, უკრაინამ 65-ის ჩამოგდება შეძლო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განახორციელა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 65-ის ჩამოგდება შეძლეს.
თავდასხმა განხორციელდა ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რეგიონებში.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო საწარმოები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები.
ოდესის რეგიონზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სახლები, სკოლის შენობა და მანქანები.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დრონის ჩამოგდების შედეგად ნოვობავარსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეს ხის საწარმო იყო. დარტყმის შემდეგ დაზიანდა გაზსადენი, რომელიც საწარმოში გამოიყენებოდა და გაჩნდა ფართომასშტაბიანი ხანძარი“, – აღნიშნა ტერეხოვმა.