უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით რუსეთი უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით დაესხა თავს
ღამით რუსეთი უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით დაესხა თავს, 267 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 138-ის ჩამოგდება მოახერხეს, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს არის ერთ დღე-ღამეში გაშვებული რეკორდული რაოდენობის დრონი. თავდასხმისას შედეგად დაზარალდა დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავის, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
უკრაინული მედიის ცნობით, კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქში, კიევში, გოლოსეევსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ერთ-ერთი ტაძარი, სოციალური დაწესებულება, საწარმო, ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე ავტომობილი.