უკრაინის საჰაერო ძალები - ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 200 დრონი გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 119-ის ჩამოგდება მოახერხეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 200 დრონი გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 119-ის ჩამოგდება მოახერხეს

ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 200 დრონი გაუშვა, უკრაინის საჰაერო ძალებმა 119-ის ჩამოგდება მოახერხეს.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მთავარი სამიზნე პოლტავის ოლქის ქალაქი კრემენჩუკი იყო. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, კერძო სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და 10 კერძო სახლი.