უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წინ გერმანიასთან, იტალიასა და დიდ ბრიტანეთთან პოზიციები შეათანხმა
უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების წინ გერმანიასთან, იტალიასა და დიდ ბრიტანეთთან პოზიციები შეათანხმა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სტამბოლში გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პოზიციები შეათანხმეს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, მხარეებმა დეტალურად განიხილეს დღის წესრიგში მდგარი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ლიდერების შეხვედრა და ცეცხლის სრული შეწყვეტა.
შეგახსენებთ, პირველ ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. წინა დელეგაციის მსგავსად, მას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო ახალი სიიდან ამოიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციას დაემატნენ ანდრეი ფომინი, ევგენი ოსტრიანსკი და იური კოვბასა.
In Istanbul, First Deputy Foreign Minister @SergiyKyslytsya and Advisor to the Head of the Office of the President Oleksandr Bevz met with representatives of Ukraine’s European partners, Germany, Italy, and the UK.
The sides coordinated positions ahead of today’s meeting between… pic.twitter.com/8AxgE5uhG2
— Heorhii Tykhyi (@SpoxUkraineMFA) June 2, 2025