უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება რუსეთის ჯარების მიერ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
15 years ago #Russia invaded #Georgia. 🇬🇪regions, Abkhazia and Tskhinvali region/South Ossetia, remain occupied by 🇷🇺troops. #Ukraine stands with Georgian people and reiterates its support for sovereignty and territorial integrity of 🇬🇪 within internationally recognized borders.
— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) August 7, 2023