უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოსა და ქართველ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვაერთიანებდა, ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„საქართველოსა და ქართველ ხალხს გულწრფელად ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვაერთიანებდა. ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, ასევე პარტნიორობისა და ერთიანობის სიძლიერე. საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს ვუსურვებთ!“ – ნათქვამია განცხადებაში.
Our sincere congratulations to Georgia and the Georgian people on the occasion of Independence Day! 🇺🇦🇬🇪
Throughout the history of our nations, we have shared much in common. We both know the value of freedom and peace, as well as the strength of partnership and unity.
Wishing… pic.twitter.com/HeVl4XBE70
— MFA of Ukraine 🇺🇦 (@MFA_Ukraine) May 26, 2026