უკრაინის საგარეო უწყება - კიევი არ იყო წინასწარ ინფორმირებული ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ
უკრაინის საგარეო უწყება - კიევი არ იყო წინასწარ ინფორმირებული ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობები, თითქოს კიევს წინასწარ აცნობეს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინულ მხარეს წინასწარ აცნობეს სავარაუდო ზარის თაობაზე, მცდარია. შესაბამისად, უკრაინას არ შეეძლო, მხარი დაეჭირა ან რამე საწინააღმდეგო ეთქვა ამ ზართან დაკავშირებით“, – განუცხადა „როიტერს“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გეორგი ტიხიმ.

„ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა სტატია, რომელშიც ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. გამოცემის ცნობით, კიევს წინასწარ აცნობეს ამ ზარის შესახებ და მათ არ გამოუთქვამთ წინააღმდეგობა საუბრის გამართვაზე.