უკრაინის საგარეო უწყება ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე - აღშფოთებულები ვართ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელებს ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს
უკრაინის საგარეო უწყება ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე - აღშფოთებულები ვართ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელებს ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვა. საქმე ეხება ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც მან ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებში უკრაინის მოქალაქეების მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უკრაინა შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსის მთავრობის განცხადების გამო, რომ უკრაინის მოქალაქეების ბელარუსში მშვიდობიანი აქციების დაგეგმვაში მონაწილეობენ. ჩვენ აღშფოთებულები ვართ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელებს ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. ამის მტკიცებულებები არ არსებობს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ალექსანდრ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბელარუსში აქციების ორგანიზებაში ჩართულები არიან პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან ჩასული პირები. ასევე რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები.

ამავე განცხადებაში, კიევი უმკაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მოსკოვს გადასცა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებული რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 მებრძოლი. მანამდე უკრაინის მთავრობამ მინსკისგან „ვაგნერის“ მებრძოლების ექსტრადირება მოითხოვა.

ბელარუსში დაკავებული პირები რუსეთში გუშინ დააბრუნეს.