უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პოლონეთს მოუწოდებს, გადადოს ემოციები და კონსტრუქციულად მოაგვაროს მარცვლეულის საკითხი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლონეთს, გადადოს ემოციები და კონსტრუქციულად მოაგვაროს მარცვლეულის საკითხი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ განმარტა კიევის პოზიცია უკრაინული მარცვლეულის იმპორტის პოლონეთის მხრიდან ცალმხრივი აკრძალვის მიუღებლობასთან დაკავშირებით.
„უკრაინულმა მხარემ პოლონეთს მარცვლეულის პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული გზა შესთავაზა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წინადადებები გახდება საფუძველი დიალოგის კონსტრუქციული მიმართულებით გადასაყვანად“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.