უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს, იშტვან იიდიარტოს საპროტესტო ნოტა გადასცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა კიევმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრელმა დეპუტატმა უკრაინაში უნგრული ეთნიკური უმცირესობის ავტონომიაზე და უნგრეთის მიერ უკრაინა-ნატო-ს კომისიის საქმიანობის ბლოკირებაზე ისაუბრა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ განათლების შესახებ ქვეყნის კანონი უნგრული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეების უფლებებს არ არღვევს და მათ უკრაინაში თვითრეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს, რაც ვენეციის კომისიის მიერ არის დამტკიცებული.
იშტვან იიდიარტომ მანამდე თქვა, რომ უკრაინის მიერ უნგრული უმცირესობის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო, ბუდაპეშტი უკრაინა-ნატო-ს კომისიის საქმიანობას ბლოკავს.