უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, ვითარების დასტაბილურებამდე ბელარუსში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, ვითარების დასტაბილურებამდე ბელარუსში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწდებს, ვითარების დასტაბილურებამდე ბელარუსში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. როგორც უკრაინული გამოცემა ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსში ვითარება დაძაბული რჩება, მინისტრმა ბელარუსში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, თავი აარიდონ მასობრივ შეკრებებს, არ მიიღონ მონაწილეობა დემონსტრაციებში, თვალი ადევნონ ახალ ამბებსა და ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებს.

„მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გაითვალისწინონ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციები. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, თავიდან აიცილონ ძალიან რთული სიტუაცია, რომელშიც შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ“, – განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს შორის უკრაინის რამდენიმე მოქალაქეა.

დატოვე კომენტარი