უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პირადპირი სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„უკრაინის საგარეოს საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არალეგალურ ოკუპაციას, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე „ბორდერიზაცია“, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების სისტემური დაკავება და გატაცება, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, უკიდურესად რთული ჰუმანტარული და უსაფრთხოების ვითარება არის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 12-წლიანი ოკუპაციის ძირითადი „მიღწევები“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გაიყვანოს რუსი სამხედროები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო უფლებადმაცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების დაუბრკოლებელი წვდომა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაზარდოს ზეწოლა და გაამკაცროს სანქციების რეჟიმი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს აგრესია საქრთველოსა და ასევე უკრაინის წინააღმდეგ და სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია განახორციელოს.

დატოვე კომენტარი