უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დრონებით ლიეტუვის საჰაერო სივრცის, შესაძლო, დარღვევისთვის სინანულს გამოთქვამს

18:40, 18.10.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დრონებით ლიეტუვის საჰაერო სივრცის, შესაძლო, დარღვევისთვის სინანულს გამოთქვამს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვწუხვართ დღეს დილით ლიეტუვის საჰაერო სივრცეში მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც შესაძლოა რუსეთთან ელექტრონული ომის, დრონების გადამისამართებით რუსეთში ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციის შედეგი იყოს“, – წერია განცხადებაში.

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვალდებულია ინციდენტთან დაკავშირებული ყველა მსგავსი ინფორმაცია ლიეტუველ პარტნიორებს მიაწოდონ.

ცნობისთვის, 18 ოქტომბერს ლიეტუვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა. უპილოტო საფრენი აპარატი ავტომობილთან ახლოს ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.

მსგავსი