უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მკაფიოა, ვინ არის პასუხისმგებელი სასტიკ პირობებზე, რომელშიც უკრაინის მოსახლეობას უწევს ცხოვრება, ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს  
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მკაფიოა, ვინ არის პასუხისმგებელი სასტიკ პირობებზე, რომელშიც უკრაინის მოსახლეობას უწევს ცხოვრება, ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს  

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ემინე ჯაფაროვას განცხადებით, მკაფიო და ნათელია, ვინ არის პასუხისმგებელი იმ სასტიკ პირობებზე, რომელშიც უკრაინის მოსახლეობას უწევს ცხოვრება.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა, რომელიც ბოროტად სარგებლობს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის უფლებებით, თავს ესხმის გაერო-ს წევრ სხვა ქვეყანას, ნიშნავს, რომ უსაფრთხოება დანგრეულია და საერთაშორისო მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ძალიან მკაფიო და ნათელია, ვინ არის პასუხისმგებელი იმ სასტიკ პირობებზე, რომელშიც ჩემს ქვეყანაში მოსახლეობას უწევს ცხოვრება. ის ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს. ძალის კანონი, რომელსაც რუსეთი ბარბაროსულად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, ამ დარბაზში მყოფებს ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ არავინ არის უსაფრთხოდ.

როდესაც ქვეყანა, რომელიც ბოროტად სარგებლობს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის უფლებებით და პრივილეგიებით, თავს ესხმის გაერო-ს წევრ სხვა ქვეყანას, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ უსაფრთხოება დანგრეულია, საერთაშორისო მშვიდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, კანონის უზენაესობა კი უხეშად არის დარღვეული“, – განაცხადა ემინე ჯაფაროვამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.