უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინამ ნატო-სგან ახალი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი მიიღო

19:22, 12.06.2020

უკრაინამ ნატო-სგან ახალი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ეს დღე დადგა. ღრმად მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორების ალიანსში, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. უკრაინამ საბოლოოდ მოიპოვა დამსახურებული ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

მსგავსი