უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, მიიღოს პოლიტიკური ზომები რუსეთის შემდგომი აგრესიული მოქმედების შესაკავებლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, მიიღოს პოლიტიკური ზომები რუსეთის შემდგომი აგრესიული მოქმედების შესაკავებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, დმიტრო კულებასა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ ჟოფეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათივე ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს „ნორმანდიული ფორმატის“ მიმართ რუსეთის დესტრუქციულ მიდგომაზე მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა დონბასში, ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, ჟოზეფ ბორელმა დმიტრო კულება დაარწმუნა ევროკავშირის მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.