უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა რუსეთს ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისკენ წაახალისებს.
ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვლადიმერ პუტინის ადგილი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გვერდით არ არის, სულ მცირე, იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს აგრძელებს.
„პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა კიდევ უფრო გააძლიერებდა პუტინის თვითგანდიდების სურვილს და მიანიჭებდა სტატუსს, რომელსაც ის არ იმსახურებს. ის არ არის გლობალური ლიდერი, ის ომის დამნაშავეა. რუსეთი კი არ არის გლობალური ძალა, ის გლობალური პრობლემაა“, – დაწერა სიბიგამ.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივმა შეხვედრამ, შესაძლოა, ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყოს ხელი.
ცნობისთვის, მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს მომდევნო თვეში სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა უნდა იყოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა განაცხადა, რომ სამმხრივი სამიტის გამართვა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.
A trilateral meeting between the leaders of Ukraine, the US, and Russia could help end the war sooner. A trilateral meeting between the leaders of Russia, China, and the US would do only the opposite: encourage Putin to continue this war.
Inviting Putin to such a meeting would feed his appetite for self-aggrandizement and give him a stature he does not deserve. He is not a global leader; he is a war criminal. And Russia is not a global power; it is a global problem.
The Russian economy is at least 13 times smaller than America’s and 8 times smaller than China’s, and it continues to shrink rapidly, along with Russians’ living standards. Russia has lost 1.6 million soldiers killed and wounded in a failed war it cannot win and refuses to end. Under heavy sanctions, its technology, industry, and business continue to stagnate.
By any pragmatic or moral measure, Putin has no place at the table with presidents Trump and Xi.
The only thing that could earn him that seat is a serious step toward peace, such as accepting a ceasefire proposal before any such meeting. Instead, we are seeing the opposite: intensified terror against civilians. As long as he continues this terror, there should be no place for him at any table.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) October 19, 2026