უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

15:45, 15.03.2022

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა დღევანდელ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის, მხარდაჭერისთვის, რაც მან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლებს, რეაქციას პოლიტიკურ გარემოში და საზოგადოებრივ წრეებში, მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გუშინ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელ ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა. ანდრეი კასიანოვი სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას დაესწრო.

მსგავსი