უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს დახმარებით უკრაინაში 3 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელ ანდრეი კასანოვის განცხადებით, საქართველოს დახმარებით უკრაინაში 3 000 ტონაზე მეტი დახმარებაა გაგზავნილი.
მისი თქმით, ეს არის მედიკამენტები, ტანსაცმელი, საბავშვო კვება და ჰიგიენის საშუალებები.
„მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეების, ბიზნესის და ორგანიზაციების მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი არ მცირდება. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით არსებობს ორგანიზებული პუნქტები ასეთი დახმარების მისაღებად. საქართველოში უკრაინის საელჩო კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარული ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფის სამუშაოებს. საქართველოს დახმარებით უკრაინაში გაგზავნილია 3 000 ტონაზე მეტი დახმარება. ეს არის მედიკამენტები, ტანსაცმელი, საბავშვო კვება და ჰიგიენის საშუალებები.
ასევე, მადლობელი ვარ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ირიცხება საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე. ჩვენ გავაკეთებთ მოხსენებას თითოეულ თეთრზე და თითოეულს გადავუხდით მადლობას. ჩვენ ამ თანხებს მივმართავთ ყველაზე საჭირო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად – საკვები, ბავშვთა კვება, მედიკამენტები. ამ შესყიდვას ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებში, რათა მინიმალურად დავიყვანოთ მათი მიწოდების დრო“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.