უკრაინის სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს სასწავლო წვრთნები გამართეს
უკრაინის სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს სასწავლო წვრთნები გამართეს

უკრაინის სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს სასწავლო წვრთნები გამართეს, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწავლების ფარგლებში განხორციელდა საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფების, სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ფართომასშტაბიანი პრაქტიკული მოქმედებების შემუშავება.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების სცენარს საჰაერო-სადესანტო ძალებისა და ჯავშანტექნიკის გადასხმა წარმოადგენდა, რომლის მიზანი მოწინააღმდეგის განადგურება იყო. ტაქტიკური წვრთნების დროს, ასევე შემუშავდა ვერტმფრენებით ნაღმტყორცნების გადატანა და საბრძოლო ველიდან დაჭრილი სამხედროებისა და დაზიანებული ტექნიკის ევაკუაცია.