უკრაინის რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რეგიონების უმეტესობაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ავიაციის „ტუ-95“-ის ტიპის 12 ერთეული ბომბდამშენიდან რაკეტები გაუშვეს.

მათივე ცნობით, უკრაინის მიმართულებით რაკეტები კასპიის ზღვის რეგიონიდან ისროლეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სარაკეტო დაბომბვის საფრთხე არსებობს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში და არ არის გამორიცხული ფრთოსანი რაკეტების გაშვება შავი ზღვიდან. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული სამხედრო ბომბდამშენები მურმანსკის ოლქიდან აფრინდნენ.