უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

კომიტეტი ქართველი კოლეგების იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბურ მობილიზებასა და კრემლის აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების მზარდ რაოდენობას და ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების უპრეცედენტო განლაგებას უკავშირდება.

დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ  შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

კომიტეტი მადლობას უხდის ყველა უცხოელ კოლეგას, ვინც უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“, – ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.