უკრაინის რადამ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინისა და თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა.
უკრაინული მედიის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკის ინიცირებულ დადგენილების პროექტს კლიმკინის გათავისუფლების შესახებ მხოლოდ 137 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამასთან, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს გადადგომის შესახებ თავად კლიმკინის განცხადებას. მას მხოლოდ 141 კანონმდებელმა მისცა ხმა.
რაც შეეხება სტეპან პოლტორაკის გათავისუფლებას, უკრაინის პრეზიდენტის შესაბამისი დადგენილების პროექტს მხოლოდ 67 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კლიმკინი და პოლტორაკი რადას სხდომას არ ესწრებოდნენ.