უკრაინის რადამ დიმიტრი რაზუმკოვი სპიკერის თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის რადამ დიმიტრი რაზუმკოვი სპიკერის თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრიანის რადამ დიმიტრი რაზუმკოვის პარლამენტის სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას 284 დეპუტატმა მისცა ხმა. რაზუმკოვის გათავისუფლებას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრთა უმეტესობამ, ასევე „ბატკივჩშინას“ და სხვა პარტიების დეპუტატთა ნაწილმა მისცა ხმა.

უმაღლესი რადას თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ხუთი კანდიდატურა, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ აღნიშნულ პოსტზე რუსლან სტეფანჩუკი წარადგინა.

უკრაინული მედია რაზუმკოვის გათავისუფლების მიზეზად მასსა და პრეზიდენტის ოფისს შორის უთანხმოებას ასახელებს.