უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა
უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მასშტაბური აფეთქება მოხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობა ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. ენერგოდარის მერმა, დიმიტრი ორლოვმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, მხოლოდ დასძინა, რომ ახლა მომხდარის შესახებ ყველა გარემოება ზუსტდება.

5 სექტემბერს, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრისას, ქალაქში კიდევ ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.