უკრაინის ქალაქ დროგობიჩში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავდა შვიდი და დაიღუპა ერთი ადამიანი
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დროგობიჩში აფეთქების შედეგად დაშავდა შვიდი და დაიღუპა ერთი ადამიანი.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
რამ გამოწვია გაზის გაჟონვა, ჯერ უცნობია.