უკრაინის ქალაქ დონეცკში სამი აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქება იმ სასტუმროს სიახლოვეს განხორციელდა, სადაც ეუთო-ს მისიის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, პირველი აფეთქება გაზგამანაწილებელ ობიექტზე მოხდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შემდეგ ქალაქის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა.
ქალაქ დონეცკს რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.