უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 28 კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 28 კი დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 10 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა. მისივე განცხადებით, დრონების იერიშის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულებები, საცხოვრებელი და საოფისე შენობები. ლისაკის თქმით, რუსეთმა ისეთ დროს მიიტანა იერიში, როცა მოქალაქეები სამსახურებში, ხოლო ბავშვები სკოლებში იმყოფებოდნენ.