უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს
უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში რუსულმა ძალებმა ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია მერის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანრ სვიდლოზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სვიდლო ვიდეომიმართავში აცხადებს, აღმასრულებელი კომიტეტის შენობაში რუსი სამხედროები შევიდნენ, რომლებმაც ქალაქის ადმინისტრაციული შენობების დაკავების შესახებ განაცხადეს და თანამშრომლებს მათი კონტროლის ქვეშ მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს. მერის მოვალეობის შემსრულებლის ცნობით, ქალაქის ხელისუფლების წევრებმა შენობა დატოვეს.

27 თებერვალს ბერდიანსკში მყოფი ერთ-ერთი ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ქალაქში რუსი სამხედროები შევიდნენ. გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივი ტელევიზიის შენობაც დაიკავეს.