უკრაინის პრეზიდენტმა საარჩვენო სია გაასაჯაროვა
უკრაინის პრეზიდენტმა საარჩვენო სია გაასაჯაროვა

უკრაინის პრეზიდენტმა საარჩვენო სია გაასაჯაროვა. ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ პირველი ნომერი პოლიტტექნოლოგი და უკრაინის პრეზიდენტის ახლო მოკავშირე დიმიტრი რაზუმკოვია, მეორე ნომერი არის რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი რუსლან სტეფანჩუკი, მესამეა ირინა ვენედიქტოვა, რომელიც ექსპერტია სასამართლოს საკითხებში. სიაში მეოთხე ნომერი არის დავით არახამია, იგივე დავიდ ბრაუნი. ის რუსეთში დაბადებული ბიზნესმენია. მის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ცხოვრობდა გაგრაში, თუმცა 1992 წელს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა.

ზელენსკის საარჩევნო სიაში ასევე მოხვდა უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის კუთვნილი ტელეკომპანია „1+1“-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ტკაჩენკო.

როგორც პრეზენტაციაზე დიმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, პარტიულ სიაში შემავალ პირებთან დაკავშირებით კონსულტაციები საზოგადოებასთან კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება.

ვადამდელი არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.