უკრაინის პრეზიდენტმა მრავალეროვან წვრთნებში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაშვებაზე კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა მრავალეროვან წვრთნებში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაშვებაზე კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს, უკრაინის ტერიტორიაზე მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაშვებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, მრავალეროვანი წვრთნების ფარგლებში, 2018 წელს უკრაინის ტერიტორიაზე წვრთნებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან 3 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.