უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთი მიიწვია პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-ისგან ყიდულობენ
უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთი მიიწვია პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-ისგან ყიდულობენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია დიდი ბრიტანეთი პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-სგან ყიდულობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მოლოდინებზე იყო საუბარი და, ასევე, განხილული იყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

„საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც მსოფლიოს ნამდვილად უფრო მდგრადს გახდის, თუ აშშ მოახერხებს რუსეთის იძულებას, შეწყვიტოს მკვლელობა და დაიწყოს ნამდვილი არსებითი დიპლომატია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდნეტმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის არმიის და თავდაცვითი წარმოების მხარდაჭერა. ზელენსკიმ მიიწვია დიდი ბრიტანეთი პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-ისგან ყიდულობენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე განხილული იყო დრონების წარმოების საკითხიც. მისი თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს დრონები და ამ სფეროში ინვესტიციებს შეუძლია, შეცვალოს სიტუაცია სტრატეგიულ დონეზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი დღეს ლონდონში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.