უკრაინის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სწორედ „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა საკუთარი ხედვის შესახებ, რა პირობებში შეიძლება, დასრულდეს ომი და ახლა ამ გეგმის რეალიზებაში ინდოეთის დახმარების იმედი აქვს.

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ინდოეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოეთის პრემიერმა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა.

შეგახსენებთ, ინდოეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.